მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
G ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის "ვისკონსინ ჰერდმა" "გრანდ რაპიდსი" 112:106 დაამარცხა.

"მამუმ" მოედანზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 32 ქულით (13/19), 14 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

მოგეხსენებათ, ქართველი კალათბურთელი "მილუოკი ბაქსის" ღირსებას იცავს, თუმცა გუნდში დიდი კონკურენციაა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი სანდროს ოპტიმალური ფორმის შესანარჩუნებლად და გამოცდილების მისაღებად განვითარების ლიგაში თამაშის შესაძლებლობას აძლევს, ქართველი კი კი თავს ყველაფერს კარგად ართმევს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მამუკელაშვილი მაგარია და არის იქ სადაც უნდა იყოს,მაგრამ ჩვენი ასაკობრივი ბავშვები სად არიან რატო არ კითხულობს მედია და სპორტის სამინისტრო სად არის ტურნირები და ჩემპიონატები.....ნახევარი სეზონი დამთავრდა და ბავშვები 3 თვეა ვარჯიშობენ...სად არის ბავშვების განვითარება ამაზე ისაუბრეთ თორემ მამუკელაშვილი არის იქ სადაც უნდა იყოს....მე მჯერა რომ სათანადო ყურადღება რომ მიექცეს ჩვენს ასაკობრივ ბავშვებს 3 4 მინიმუმ გვეყოლება ნბა ში....მაგარმ ყურადღება ნული...სპორტის სამინისტრო სად არის
მოქალაქე
22:25 01-12-2022
1
პირველი 16 ქულიდან,12 სანდროს ანგარიშზე იყო!რა თქმა უნდა კარგია,მაგრამ მილუოკიში თუ არ ათამაშეს,დიდი ვერაფერი ნუგეშია.ეს აქ,იქით გოგას ათამაშებენ,ჩამთავრებაზე...გოგას,ალბათ გამოუშვებენ.ვფიქრობ,ძალიან ადრე მოუწია წასვლა,ჯერ არ იყო მომზადებული,საიქაოდ.სანდრო კი,იქ გაიზარდა,როგორც კალათბურთელი და სხვაგან თუ გადავიდა,ვფიქრობ სათამაშო დროს,ყველგან მიიღებს.იანისთან კონკურენცია,დღეისათვის უიმედო საქმეა.თუმცა მისგან ბევრსაც ისწავლის.სანდროს ჯერ კიდევ აქვს დრო და კონტრაქტი,წინსვლისათვის.
სოსო
18:43 01-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული