ბურჯანაძის 13-მა ქულამ რეჯინას "ტრიესტესთან" ვერ უშველა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძემ იტალიის სერია “ა”-ში წარმატებული მატჩი ჩაატარა. ტრიესტესთან მატჩში მან პირადი რეკორდი დააფიქსირა, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ მისი კლუბი, “რეჯიო ემილია” უშუალო კონკურენტთან დამარცხდა – 79:84. "რეჯინამ" პირველი ტაიმი 10 ქულით დათმო, რის შემდეგაც "ტრიესტეს" უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

ბექამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი. ბურჯანაძემ 4-დან ერთი ორქულიანი, 7-დან სამი სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 7 ქულით მეტი ჩააგდო, რაც "რეჯინაში"
საუკეთესო შედეგი იყო.

"რეჯინამ" სეზონში მეშვიდედ წააგო და ჩემპიონატში 4 ქულით მე-14 ადგილზეა. ბურჯანაძე მომდევნო ტურში გათამაშების ლიდერ "მილანოს" დაუპირისპირდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბურჯანაძეს რა უჭირს უკვე თამაშობს და წარმატება ვუსურვოთ იმიტომ რომ ტრამვების გამო ბევრი გაუცდა.
მე რავქნა ჩემს ბავშვს როგორ ვუშველო 17 წლის მყავს 206სმ სიმაღლის და ვერც 18 და ვერც 20 ბში ვერ ითამაშებს უგუნდოდ არის.სუპერლიგის გუნდშიც არ აიყვანეს სუსტიაო ......რატო და ზაზა ფაჩულიას აკადეემის გამო და მწვრთნელების გამო.მად ვარჯიშობდა და 5 6 წლის განმავლობაში ბავშვს რომ ყურადღებას არ მიაქცევ იმიტომ...რატო არ აქცევდნენ და არ ვიყავი მაგათი მეგობარი მაგათი მამიდაშვილი და არ მქონდა ბევრი ფული...აი ამის გამო
გიორგი
15:36 05-12-2022
2

სიახლეები პოპულარული