NBA. მამუკელაშვილის 23 წუთი - 8 ქულა და 6 მოხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილმა "მილუოკი ბაქსში" 23 წუთი ითამაშა. ეს მეორე შედეგია დროის მიხედვით "ხარირმების" სათადარიგოთა შორის. მასზე მეტი, 25 წუთი, მხოლოდ სამარქაფო ჯევონ კარტერმა ითამაშა. მამუკელაშვილი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და მილუოკელთა გასვლით გამარჯვებაში საკუთარი, არცთუ მოკრძალებული წილი დაიდო. შეხვედრა "ბაქსის" გამარჯვებით – 109:102 დასრულდა. 

სანდრო მოედანზე თამაშის დაწყებიდან 4 წუთში გამოჩნდა და სამქულიანი ააცილა. იანის ანტეტოკუნმპოს ჩასატენად უპასა, მერე სამიანი ჩააგდო, ჩაჭრა განახორციელა და პერიოდიც დასრულდა. შესაბამისად, ქართველი ფორვარდი თავიდანვე საკმაოდ აქტიური იყო და ასე გააგრძელა მომდევნო პერიოდებშიც. საბოლოო ჯამში მის
ანგარიშზე 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა.

მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. და რაც მთავარია, მოედანზე მისი ყოფნის პერიოდში "მილუოკიმ" "ორლანდოს" 17 ქულით აჯობა. ამაზე უკეთესი შედეგი მილუოკელთაგან მხოლოდ ჯასტინ ჰოლიდეის ჰქონდა (+19).

"მილუოკიში" საუკეთესო, ტრადიციულად, იანისი გახლდათ. ანტეტოკუნმპომ 34 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ჯასტინ ჰოლიდეის სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 17 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა. 

"მილუოკი" 17 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ "ბოსტონს" ჩამორჩება. შემდეგ მატჩს "ხარირმები" 8 დეკემბერს შინ, "საკრამენტოსთან" გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული