"ვირტუსს" შენგელიას 15 ქულა "ბასკონიას" დასამარცხებლად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში თავისი ყოფილი კლუბის – "ბასკონიას" წინააღმდეგ ითამაშა და მიუხედავად მისი შედეგიანი გამოსვლისა, "ვირტუს ბოლონია" მაინც დამარცხდა – 79:90. მატჩი ვიტორიაში გაიმართა და მასპინძლების უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე დასრულდა. მართალია, ბოლონიელებმა მესამე და მეოთხე პერიოდები მოიგეს, თუმცა არა იმ სხვაობით, საბოლოო ანგარიშში მათ რომ ეხეირათ.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. "ბასკონიამ" სოციალურ ქსელში პოსტიც
გამოაქვეყნა და თორნიკეს მიესალმა: "ნახეთ, ვინ დაბრუნდა ბუესა არენაზე, კეთილი იყოს შენი მობრძანება".

"ვირტუს ბოლონიას" 15 ტურში 6 მოგება აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება. იტალიელები მომდევნო ტურში "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებენ.

GBF

მკითხველის კომენტარები / 3 /
სად ესპანური და სად იტალიური კალათბურთი?!
გაგა
19:39 23-12-2022
0
თოკო ცეესკაში გადასვლით საშინელება გაუკეთე შენ კარიერას!!!იმედი მაქვს ორ გრანდიდან რეალი ან ბარსელონა ოდესმე გიხილავ,წარმატებები
გიორგი
18:16 23-12-2022
0

სიახლეები პოპულარული