ბურჯანაძის 10 ქულა და "რეჯიო ემილიამ" წარუმატებელი სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "რეჯიო ემილიამ" 2022 წელი ამაღლებული განწყობით დაასრულა. იტალიის სერია “ა”-ს ცხრილის ბოლოში მყოფმა გუნდმა უიღბლო სერია ლიდერთა შორის მყოფ “პესაროს” ძლევით შეწყვიტა. ბოლო 7 მატჩის წამგებმა რეჯიოემილიურმა გუნდმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა და "პესაროს" 95:76 სძლია.

გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ფორვარდმა. ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, და 1 დაფარება მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 15 შეადგინა, რაც გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი
გახლდათ. ყველაზე შედეგიანი ანდრეა ჩინჩარინი გახდა, რომელმაც 13 ქულა და 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ეს გახლდათ ემილიელთა მე-3 გამარჯვება, თუმცა ბურჯანაძის გუნდს 10 მარცხი აქვს და გუნდი კვლავ ცხრილის ბოლოში იმყოფება. შემდეგ მატჩს "რეჯიო ემილია" 8 იანვარს, შინ "სასარისთან" გამართავს.

GBF.GE.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული