ბურჯანაძის 9 ქულა და "რეჯიო ემილიას" მარცხი "სასარისთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "რეჯიო ემილიამ" გასული წელი გამარჯვებით კი დახურა, თუმცა წარმატება ახალ წელში ვეღარ გააგრძელა და იტალიის ჩემპიონატის მორიგ, მე-14 ტურში, მორიგი მარცხი განიცადა. "რეჯიო ემილია" "სასარის" შეხვდა და 74:99 წააგო.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამჯერადაც სოლიდური სათამაშო დრო მიეცა. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 26 წუთი გაატარა, რაც მასპინძელთა რიგებში მე-3 მაჩვენებელი გახლდათ.

ბურჯანაძის მონაგარი 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი იყო. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო,
ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"რეჯო ემილია" მომდევნო მატჩს 15 იანვარს სტუმრად "ტრენტოსთან" ჩაატარებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული