უმთავრესად სტატისტიკასა და სარგებლიანობაზე დაყრდნობით, კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ხუთი საუკეთესო კალათბურთელი დაასახელეს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე.
მის შესახებ cyprusbasket-ში ვკითხულობთ:
"ანორთოსისის" ქართველი ლიდერი გუნდის წარმატების გარანტიაა. მან კვიპროსში გადმოსვლის შემდეგ 7 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 22.1 ქულას, 3.9 მოხსნას, 4.3 პასს აგროვებს. სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19.6 აქვს".
შეგახსენებთ, რომ სანაძის "ანორთოსისი" დუდას გადასვლის შემდეგ კიდევ უკეთ ათამაშდა და კვიპროსის ჩემპიონატში საპრიზო სამეულისთვის იბრძვის.
GBF