"ინდიანა" ბოლო წამზე დამარცხდა - გოგას არ უთამაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "ატლანტა ჰაუქსს" უმასპინძლა და 111:113 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან გოგა ბითაძე მოედანზე არ გამოჩენილა.

საუკეთესო ბენედიქტ მატურინი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

სტუმართა მხრიდან ტრეი იანგმა 26 ქულა, 2 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მატჩის მომგები ბურთი ჯონ კოლინსმა 0.7 წამით ადრე ჩააგდო, უშუალოდ შეხვედრაში კი 25 წლის კალათბურთელს 7 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჰქონდა.

ამრიგად, "პეისერსი" 23 გამარჯვებითა და 20 წაგებით
აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას ხვალ, 15 იანვარს, "მემფის გრიზლთან" ჩაატარებს.

"ჰაუქსი" 20 მოგებითა და 22 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 იანვარს "ტორონტო რეპტორსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული