მამუკელაშვილის 5 ქულა 7 წუთში "მაიამისთან"

AutoSharing Option
ლიდერის, იანის ადეტოკუმბოს გარეშე მოთამაშე "მილუოკიმ" სტუმრად "მაიამისთან" 95:111 დათმო. ამ შეხვედრის გმირი კაილ ლოურის ნაცვლად სასტარტოში მოთამაშე ნიგერიელი მცველი გეიბ ვინსენტი იყო, რომელმაც "ბაქსს" 27 ქულა ჩაუგდო. ეს "მაიამის" მეორე გამარჯვება იყო "მილუოკიზე" ბოლო სამი დღის განმავლობაში.

ისევე, როგორც წინა მატჩში სანდრო მამუკელაშვილს ამჯერადაც მცირე სათამაშო დრო მიეცა – 7:11 წუთი. ქართველმა ფორვარდმა გუნდს 5 ქულა მოუტანა. 2:02 წუთით ადრე სანდრომ სამქულიანი ჩააგდო (107:91), ბოლოს კი უკანასკნელ წამზე ფარქვეშიდან დაასრულა "ბაქსის" შეტევა. მამუკელაშვილმა 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო, სხვა პოზიტიური
სტატისტიკა მას არ ჰქონია (2 პერსონალური). "ბაქსს" 27 მოგება და 16 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 – მე-4 ადგილზეა "კავალიერსთან" ერთად.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
შარშანდელი სანდრო,გაცილებით უფრო თავდაჯერებული ჩანდა,ვიდრე ამ სეზონში ჩანს.თანაგუნდელები არ ამჩნევენ და ეს მისი სტატუსის დაწევას ნიშნავს თანაგუნდელთა თვალში.ამ მატჩში ორჯერ შემოუშვეს მოედანზე და პირველ გამოსვლაზე,ზუსტად ასე იყო,მხოლოდ ერთხელ მისცეს პასი,როცა ფარქვეშ შევარდა.სამწუხაროდ ბურთი ვერ მიიღო და დაკარგა.მეორედ კი,მატჩის მიწურულს შეუშვეს,როცა თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.პირველი სამქულიანი ჩააგდო,მეორედაც ტყორცნა და ააცდინა.სულ ბოლო წამზე კი,როცა მეტოქეები უკვე ერთმანეთს ხელს ართმევდნენ,ფარქვეშ შევიდა და ორქულიანი ჩააგდო.სტატისტიკისათვის კარგია,მაგრამ არც ისე სწორი საქციელი.სანდროს თამაშებს სისტემატურად ვერ ვუყურებ,მაგრამ ამ ბოლო ორ თამაშში,სადაც ითამაშა,თანაგუნდელები,მისი პოზიციის მიუხედავად,პასს არ აძლევენ და თვითონ ისვრიან ყველაზე უფრო უაზრო პოზიციიდანაც კი.სანდრო მუდამ მუშაობს მათთვის ბლოკებზე,გზის გათავისუფლებაზე,ისინი კი,ასე პასუხობენ.ამიტომ თუნდაც დამძრახეთ,მაგრამ სულაც არ მწყინს,რომ მარცხდებიან
სოსო
18:11 15-01-2023
0

სიახლეები პოპულარული