მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდი" "მოტორ სიტისთან" 130:134 დამარცხდა.

"ჰერდის" შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 31 ქულით (11/18 თამაშიდან), 12 მოხსნით (6 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

"ვისკონსინი" 4 გამარჯვებითა და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, პლეი-ოფში თითოეული კონფერენციიდან 6 წარმომადგენელი გადის.

ეს გუნდები ერთმანეთს 26 იანვარს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცოტაა სანდრო!ძალიან ცოტაა!მილუოკიში გვინდა,შენი ასეთი თამაში!
სოსო
15:19 24-01-2023
0
საერთოდ რომ წამოვიდეს ევროპაში მგონი ჯობია...ესეც ბითაძეც...მაინც არათამაშებენ არცერთს...გასაგებია ხელფასი ბევრიაქვთ მაგრამ როდემდე უნდა იყვნენ ესე...
Kulonga
12:30 24-01-2023
1

სიახლეები პოპულარული