შენგელიას 10 ქულა, 6 მოხსნა და "ვირტუსის" გამარჯვება "ვერონასთან"

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" იტალიის სერია “ა”-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მე-17 ტურში ბოლონიელებმა “ვერონას” უმასპინძლეს და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე გამოჩენილი სიზუსტის წყალობით 87:82 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 20 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8 იყო. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ააცილა.

"ვირტუსს" 13 მოგება და 4 წაგება აქვს, რითაც პირველ-მეორე ადგილს "ოლიმპია" "მილანოსთან" ერთად იყოფს. მომდევნო ტურში ბოლონიელები
5 თებერვალს "ბრეშას" უმასპინძლებენ.

დღესვე ითამაშა ბექა ბურჯანაძის "რეჯანამ", რომელიც სტუმრად "ბრინდიზისთან" 74:81 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.

"რეჯანა" 5 მოგებით და 12 მარცხით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 თებერვალს, "პეზაროს" სტუმრად დაუპირისპირდება.

GBF


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული