შენგელიას 15 ქულა და MVP-ის ტიტული "ცრვენა ზვეზდასთან" მოგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელიც იტალიური "ვირტუს ბოლონიას" ღირსებას იცავს, ევროლიგის მორიგი ტურის მატჩის MVP გახდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 22-ე ტურში ბოლონიელებმა ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლეს და ზედმეტი გართულებების გარეშე – 84:72 დაამარცხეს. მატჩში ყველაზე შედეგიანი და შესაბამისად, MVP-ის ტიტულის მფლობელი თორნიკე შენგელია გახდა.

თორნიკემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:12 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შეხვედრის ერთ-ერთი ულამაზესი ეპიზოდი იყო, როცა ჰაკეტის ერთ-ერთი
გადაცემის შემდეგ თოკომ ბურთი კალათში ეფექტურად ჩატენა.

"ვირტუს ბოლონიამ" ამ მოგებით ცრვენა ზვეზდას გადაასწრო და 18-გუნდიან ევროლიგაში, სადაც 8 საუკეთესო პლეი-ოფში გადის, მე-11 ადგილზე გადავიდა. თორნიკეს კლუბი მომდევნო ტურში ფრანგულ ლიონს დაუპირისპირდება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე მქონდაფედერაციაში ერთერთ მაღალი ძაან მაღალი თანამდებობის პირთან საუბარი და ვუთხარი ბავშვები იჩაგრებიანო და ასე მიპასუხა შენ ნაციონალი იქნებიო...ასეთი მიდგომა აქვთ ხმას რომ ამოიღებ
L j ს
16:37 01-02-2023
0
შენგელია მამამისმა გაქაჩა სანაძე მამამისმა გაქაჩა მარკოიშვილი მამამისმა გაქაჩა და მე რომ არავინ არა მყავს და ბავშვი პერსპექტიულია როგორ გავქაჩო..ფულიც რომ არ მაქვს როგორ გაუშვა 14000 და 10000 დოლარები ღირს სწავლა სხვა ქვეყნებში...ჯაობში ვართ და ხომ ვხედავთ შედეგებს ვერ ვაღწევთ.
გია
13:30 01-02-2023
2

სიახლეები პოპულარული