მაკფადენის 17 და ანდრონიკაშვილის 4 ქულა ბილბაოსთან მოგებულ მატჩში

AutoSharing Option
ფიბას ჩემპიონთა ლიგაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ესპანურმა "მურსიამ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრი – რატი ანდრონიკაშვილი და თად მაკფადენი - იცავს. "ბილბაოსთან" მატჩში ორივე მათგანმა ითამაშა და გამარჯვებაშიც საკუთარი წვლილი შეიტანა.

შეხვედრა მურსიელებმა 18 ქულის სხვაობით – 90:72 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოგება-წაგებები გაითანაბრეს: 1:1. საბოლოოდ, მაკფადენმა "მურსიას" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მან არასრულ 21 წუთში გუნდს 17 ქულა მოუტანა (3 სამქულიანი ჩააგდო). თადის ანგარიშზეა 4 პასი და 1 მოხსნა, მაგრამ 4 დაკარგვაც. 4 წუთზე
ოდნავ მეტი ითამაშა ანდრონიკაშვილმა – მან 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში ასპარეზობს გიორგი შერმადინის "ტენერიფე", რომელმაც პირველ ტურში სწორედ "მურსიას" მოუგო. 1-ელ თებერვალს ტენერიფელები თურქულ "დარუშაფაკას" ეთამაშებიან, ხოლო 7 თებერვალს სტამბოლს სათამაშოდ მაკფადენისა და ანდრონიკაშვილის "მურსია" ესტუმრება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნახშირი კედელს, ანდრონიკაშვილს რაღაც უქნია.D
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული