ბურჯანაძის 4 ქულა, 8 მოხსნა და რეჯიო ემილიას მარცხი პესაროში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის რეჯიო ემილიამ იტალიის სერია A-ში მორიგი მარცხი განიცადა. ქართველი ფორვარდის გუნდი სტუმრად პესაროს შეხვდა და 74:85 წააგო. რეჯიოემილიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, გადამწყვეტი პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულით აგებდნენ, თუმცა საბოლოო გამარჯვების მოპოვებამდე ძალები არ ეყოთ და მიმდინარე ჩემპიონატში მე-13 მარცხი განიცადეს.

ბურჯანაძე სათადარიგო იყო, რომელმაც მოედანზე მთლიანობაში 21 წუთი გაატარა. ბექამ 2-დან ორივე ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი და 1 საჯარიმო კი ააცილა. მთლიანობაში მის ანგარიშზე 4 ქულა და თავის გუნდელთაგან უმეტესი 8 მოხსნა დაგროვდა. ემილიელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო
ჯერემი სენგლინი.

5 მოგებითა და 13 მარცხით რეჯიო ემილია სერია A-ში ბოლო ადგილზეა. შემდეგ ტურში, 12 თებერვალს, რეჯიო ემილია თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიას” უმასპინძლებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული