შენგელიას 10 ქულა "ბარსელონას" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" ევროლიგის მორიგ ტურში ბოლონიაში "ბარსელონას" უმასპინძლა. პირველი წრის მატჩი, რომელიც კატალონიაში გაიმართა, შენგელიას თანაგუნდელებს ჰქონდათ მოგებული. ამჯერად გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ, რომლებმაც შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს – 92:75.

შენგელიამ მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი დაფარება დააგროვა. 5-დან ოთხი ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. "ბარსელონას" ნიკოლა მიროტიჩმა ულიდერა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.

"ვირტუსი" მომდევნო მატჩს 24 თებერვალს შინ "ბასკონიასთან" გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაზე ბანძი კლუბი ნბას ისტორიაში არის ინდიანა პეისერსი, ამდენი წელია ფლეი-ინშიც ვერ გადიან.
0
ყველაფერში ამ ევროლიგასაც ვერ დაადანაშაულებ რა, ფიბაც მაგრად უბერავს, 9 დან 24 დე არყოფილა ევრულიგის თამაშები და ვერ დანიშნა ეს შესარჩევი 15-17 ის შუალედში მაინდამაინც 23-25 ს, რომ დაამთხვია?
რრრ
13:06 10-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული