ასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 9 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ გოგა ბითაძემ "ინდიანა პეისერსი" დატოვა.

ქართველმა კალათბურთელმა ინდიანაპოლისურ გუნდში 3 არასრული სეზონი გაატარა, ახლა კი უგუნდოდაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგას აგენტი ევროლიგის გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

რაც შეეხება გაცვლას, მასში "ბრუკლინ ნეტსი" და სანდრო მამუკელაშვილის "მილუოკი ბაქსი" მონაწილეობდნენ. "მილუოკიმ" მსუბუქი ფორვარდი ჯეი კრაუდერი მიიღო (რომელსაც მძიმე ფორვარდადაც შეუძლია თამაში), სამაგიეროდ კი, დრაფტის 5 მეორე წრის აყვანის უფლება გასცა. "პეისერსმა" მიიღო სანდროს თანაგუნდელი ჯორდან ნვორა და ორი მეორე რაუნდის კალათბურთელი მომავალ დრაფტებში.

ასე დაემშვიდობა "ინდიანა" ქართველ
ცენტრს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ევროპა ევროპა სასწრაფოდ და ბევრი სათამაშო დროოო
რომანი
00:19 11-02-2023
0
20 წლისა ჯერ არ იყო,დრაფტზე რომ დადგა და ვფიქრობ,იჩქარეს.არც ფიზიკურად და არც მენტალურად,ჯერ მზად არ იყო ნბასათვის.ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა სასწავლი,მაგრამ იქ,მზა მებრძოლები სჭირდებათ,რომლებიც ვარჯიშით კი არა,თამაშებით შედიან ფორმაში.მისთვის არავის ეცალა და და მანაც თავდაჯერებულობა დაკარგა.როცა მოედანზე უშვებდნენ,მაშინაც გაუბედავი ჩანდა და თანაგუნდელები არ ამჩნევდნენ.სხვათა შორის,ბოლო დროს,მამუეაშვილსაც თითქოს უგულებელყოფენ პარტნიორები და აღარც ის იზრდება.თუ სხვა ნბას გუნდი აიყვანს და თამაშში ენდობიან,დაცვითი სტილის ცენტრობას გაქაჩავს,მაგრამ ტრანსფერების პერიოდი დაიხურა და ფაქტობრივად,კარი მიუხურეს.ნახევარი წელი,სად უნდა გაატაროს?ისე გამოვიდა,რომ ინდიანას ხელმძღვანელობამ,მაქსიმალურად ავნო,გოგას,თან შარშან,როცა შეეძლო გაშვება,არ გაუშვა და ახლა,ყველაზე ცუდ დროს შეუწყვიტა კონტრაქტი.ნამდვილად ურჩევნია ევროპა.ჩადგება ფორმაში,ათამაშდება და აქამდე მიღებული გამოცდილება,ძალიან გამოადგება,თუ ნბადან კვლავ ვინმემ მოინდომა მისი აყვანა.ახლა ,მთავარია გოგამ ცხვირი არ ჩამოუშვას და გულმოდგინედ იმუშაოს.თუ 19 წლისა,ერთერთი საუკეთესო იყო,ევროპაში,ახლა გაცილებით ძლიერია და თავიოს დამკვიდრება არ გაუჭირდება.23 წელი,ჯერ მხოლოდ დასაწყისს ნიშნავს.
სოსო
23:09 10-02-2023
1

სიახლეები პოპულარული