
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 23 წლის კალათბურთელი 35-ნომრიან მაისურს მოირგებს.
შეგახსენებთ, "მეჯიქმა" რამდენიმე დღის წინ ცენტრი მო ბამბა "ლეიკერსში" გაცვალა, სანაცვლოდ კი გამთამაშებელი პატრიკ ბევერლი მიიღო.
შეგახსენებთ, ბითაძე "ინდიანამ" 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ "პეისერსის" მაისურით ჯამში 170 მატჩი გამართა, საშუალოდ კი 4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.
"ორლანდო" 24 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.
ვიცი ბევრს შრომობთ, მაგრამ მე მინდა გისურვოთ მეტი ამბიციურობა და გაბედულება მოედანზე... მეტჯერ გარისკეთ და ისროლეთ სამიანები... თქვენ მხოლოდ კარგი ჩამშლელი არ ხართ... გთხოვთ, თქვენს თავზე ხშირად აიღეთ სადავეები... წარმატებები...