"ვინ არის ეს ბიჭი? - "მეჯიქის" ფანები გოგას შესახებ წერენ

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, გოგა ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს. კლუბმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი მისამართით "ორლანდოს" გულშემატკივრებისგან ვხვდებით როგორც სკეპტიკურ, ასევე პოზიტიურ კომენტარებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

"როგორც ჩანს, "მეჯიქი" ამ სეზონში გამარჯვების მოპოვებას არ აპირებს".

"რატომ ვიმატებთ ყოველთვის მოთამაშეებს, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი მსმენია?".

"ვინ არის ეს ბიჭი? მის ნაცვლად ხელმძღვანელობას დუაით ჰოვარდის დამატებაზე უნდა ემუშავა".

"ბითაძე 2 წლის განმავლობაში სერბეთის ჩემპიონატში თამაშობდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გოგას მთავარი პლუსი ბურთის მოხსნაა, რაც დღესდღეობით ჩვენს გუნდში მთავარი პრობლემაა".

"არ არის
საჭირო ირონია და დაცინვა. გოგას შესახებ მსმენია, რომ ძალიან ნიჭიერი კალათბურთელია, თუმცა პოტენციალი ჯერ ვერ გამოავლინა. მოდით, მას ვუგულშემატკივროთ".

"კიდევ ერთი "დიდი მოთამაშე" დავიმატეთ".

შეგახსენებთ, "ორლანდო" 24 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.

altოფიციალურად: ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
კონტაქტის ეშინოდა , გაცვლებზე , აგვიანებდა რატომ გაუშვა ინდიანამ გოგა. ჯეი მაიკლი ჟურნალისტია Indystar-ის წლებია წერს „ინდიანა პეისერსზე“
jorj
09:48 15-02-2023
1
კარტერ ჯუნიორი და მორიც ვაგნერი ყავთ ამ პოზიციაზე, ორივე ახალგაზრდაა 23 წლის, შანსი ექნება იმედია. ფრიც ვაგნერიც აქვეა სხვა პოზიციაზე.
მ’მ
23:15 14-02-2023
0

სიახლეები პოპულარული