გუშინ ნიდერლანდებთან, დღეს "ბასკონიასთან" - შენგელიამ ისევ მაგრად ითამაშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გუშინ სტუმრად ნიდერლანდებთან ჩინებულად გაისარჯა, რის შემდეგაც ბოლონიაში დაბრუნდა და "ვირტუსს" ევროლიგის 25-ე ტურში თავისი ყოფილი გუნდის, "ბასკონიას" დამარცხებაში (86:81) დაეხმარა.

შენგელიამ 18:33 წუთში 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

"ვირტუსი" 12 მოგებით მე-12 ადგილზეა და 3 მარტს გასვლაზე "ფენერბახჩეს" შეხვდება.

შენგელია თბილისში გამოემგზვრება და 26 თებერვალს ეროვნულ გუნდს ისლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი თოკო გაასამე მოგებების სერია!
ქომაგი
19:32 25-02-2023
1
თოკო - ნამდვილი კაპიტანი ხარ! ცინცაძე, Შერმადინი - ათწლეულზე მეტია ყოველთვის გუნდის გვერდით არიან! მადლობა ყველას და წარმატება ჩვენ ბიჭებს!!!
მასტერს
18:08 25-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული