"ორლანდოში" ბითაძის დებიუტი ყოფილ კლუბ "ინდიანასთან" შედგა

AutoSharing Option
საინტერესოდ დაემთხვა: "ორლანდო მეჯიქში" გოგა ბითაძის დებიუტი, რომელიც "ინდიანა პეისერსმა" დიდი გაცვლის შემდეგ გუნდში არ დატოვა, თავის ყოფილ გუნდთან შედგა. ქართველმა ცენტრმა ფლორიდულ გუნდში თავისი პირველი მატჩი "ინდიანას" წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა ინდიანელებმა 121:108 მოიგეს.

გოგა მოედანზე მეორე მეოთხედში გამოჩნდა და, საერთო ჯამში, 9:24 წუთი ითამაშა. მან თამაშის მნიშვნელოვან ეპიზოდში "მეჯიქს" ქულები მოუტანა. მის ანგარიშზე 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასია. მან 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმო
დან კი ერთხელ ისროლა და ზუსტად. ბითაძეს ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი ჰქონდა. მისი +/- სტატისტიკა "ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო იყო – გოგას პარკეტზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა 7 ქულით მოიგო.

რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ორი მეოთხედი თანაბარი იყო და დიდ შესვენებაზე ბითაძის გუნდი ერთქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მესამე მეოთხედი "პეისერსმა" 10 ქულით მოიგო და გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა. ჯამალ მოსლის გუნდმა მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა და 13 ქულით დამარცხდა.

24 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო მაილს ტერნერი იყო, ორლანდოელთა მხრიდან კი ფრანც ვაგნერი 21 ქულითა და 6 მოხსნით გამოირჩა. 19-19 ქულა ჰქონდათ პაოლო ბანკეროსა და ბენედიქტ მატურინს.

"ორლანდო მეჯიქს" რეგულარულ სეზონში 25 მოგება და 36 მარცხი დაუგროვდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში ბითაძის გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი 28 თებერვალს "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატისტიკაა და წესით,მერეც უნდა მიეცათ დრო.ეტყობა მათ სქემებში ჯერ არაა კარგად ჩამჯდარი.მთავარია ასე განაგრძოს და სათამაშო დისციპლინა დაიცვას.აუცილებლად მიიღებს მეტ ნდობას.ცუდად მომხვდა ყურში,პაატა გურასპაულის სიტყვები,სიჯიუტეს უნდა სძლიოს და პრობლემები ნაკლებად შეექმნებაო.ისე,ბატონ პაატასაც სიამოვნებით ვულოცავ დაბადების 60 წლისთავს და საქართველოს ნაკრების "ბრწყინვალე დამარცხებას",ბრწყინვალე გამარჯვებად რომ გვექცა და ათწლეულების ოცნება აგვიხდინა.
სოსო
14:12 27-02-2023
0

სიახლეები პოპულარული