მამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონტრაქტის გაფორმებიდან მეორე დღეს სან ანტონიოში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა. ლეგენდარული მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა "სან ანტონიომ" დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 110:122 წააგო. ამ შეხვედრაში მამუკელაშვილმა არასრული 16 წუთი ითამაშა და მოედანი 6 ქულით ისე დატოვა, რომ ბურთი არ აუცილებია.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე პერიოდის მე-3 წუთზე გამოჩნდა. მან ჯულიან შემპეინი შეცვალა და 5 წუთი თამაშის შემდეგ ის რომეო ლენგფორდმა შეცვალა. მთლიანობაში, მეორე, მესამე და ბოლო პერიოდებში მამუკელაშვილმა 16 წუთი ითამაშა და 2 ცდიდან ორივე
სამქულიანი ჩააგდო, სხვა ღირებულების სროლა მას არ განუხორციელებია.

მთლიანობაში სანდრომ 16 წუთში 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. სანდრო 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. სათადარიგოთაგან ქართველზე მეტი ბლეიკ ვესლიმ (23 წუთი) და ჩარლზ ბასიმ (19) ითამაშეს. "სან ანტონიოში" საუკეთესო შედეგი დევონტე გრეჰემს ჰქონდა, რომელმაც 28 ქულა და 4 პასი მიითვალა.

16 მოგებითა და 48 მარცხით "სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ტეხასელები კვლავ "როკეტსთან", ამჯერად ჰიუსტონში, 6 მარტს გამართავენ.

GBF

alt"მანუს" "მამუ" შეცვლის" - რას წერენ "სან ანტონიოს" გულშემატკივრები სანდროზე

altუკეთესი კონტრაქტით - მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა




მკითხველის კომენტარები / 3 /
მე მგონია, სანდრო ძაან მრავალმხრივი და უნივერსალური მოთამაშეა და ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. სროლაც კარგი აქვს, დაცვაშიც არა უშავს და ფარზეც საკმაოდ ძლიერია. ჯანიც არ დაეწუნება.
შაკო
14:00 05-03-2023
1
ყოჩაღ სანდრო, ჩვენი იმედი ხარ მსოფლიოზე. წარმატებები ყველგან და ყოველთვის. ახლა " spurs"-ის ფანი ვარ. ეს ბიჭი მაგარი 4-იანია და როცა სწრაფები დაგვჭირდება პარკეტზე,კარგი 5-იანიც. წინ მამუ
Mr.kostaia
12:01 05-03-2023
2

სიახლეები პოპულარული