გოგას 4 ქულა და 2 მოხსნა 6 წუთში - "ორლანდო" "პორტლენდთან" 3 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 119:122 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 6 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დემიან ლილარდი გახლდათ, "პორტლენდის" ლიდერმა 41 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

"ორლანდოდან" პაოლო ბანჩერო 26 ქულით, 5 მოხსნით, 2 ასისტითა და 1 ჩაჭრით გამოირჩა.

ამრიგად, "მეჯიქი" 27 მოგებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გუნდი მომდევნო მატჩს 8 მარტს "მილუოკის" წინააღმდეგ
გამართავს.

"პორტლენდი" 30 გამარჯვებითა და 34 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ჩონსი ბილაფსის გუნდი 7 მარტს "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება.

altგოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

altოფიციალურად: ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
არც ორლანდოში არ ათამაშებენ, რა ხდება სულ ზამენა როდემდე??? საკითხავი აი ეს არი..
ოცნების ქალაქიდან
14:20 06-03-2023
1

სიახლეები პოპულარული