12 წუთში 11 ქულა - მამუკელაშვილის "სან ანტონიომ" "დენვერი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსმა" "დენვერ ნაგეთსს" უმასპინძლა და მეტოქე 128:120 დაამარცხა. ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა. 23 წლის კალათბურთელმა 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა.

"სან ანტონიოდან" საუკეთესო კელდონ ჯონსონი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"დენვერის" რიგებიდან ნიკოლა იოკიჩმა 37 ქულა, 11 მოხსნა, 11 ასისტი და 3 ჩაჭრა შეასრულა, თუმცა სერბის სამმაგი დუბლი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამრიგად, "სპურსი"
17 მოგებითა და 49 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს, გრეგ პოპოვიჩის გუნდი მორიგ დაპირისპირებას 13 მარტს "ოკლაჰომას" წინააღმდეგ გამართავს.

"ნაგეთსი" 46 გამარჯვებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა, მაიკლ მელოუნის გუნდი 12 მარტს "ბრუკლინ ნეთსს" შეხვდება.

altმამუკელაშვილის 17 წუთი და 6 ქულა - "სან ანტონიო" "ჰიუსტონთან" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

altუკეთესი კონტრაქტით - მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა

altმამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
მხოლოდ ბოლო მეოთხედში გამოჩნდა, მაგრამ ლომის წილი დაიდო გამარჯვებაში. ძალიან საჭირო დროს ჩაყარა ქულები. ბრავო მამუ!
qomagi
16:21 11-03-2023
0
ძალიან პერსპექტიულ გუნდშია თან ძალიან მაგარ მწვრთნელის ხელში, იმედია გაქაჩავს როგორც ამ დილით ითამაშა ისე. საღოლ სანდრო, ჯიგარი ხარ
კაკო
15:10 11-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული