შერმადინი კომპოსტელაში მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი, ამჯერად იოლი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები კომპოსტელაში "ობრადორიოს" ესტუმრნენ და 78:58 დაამარცხეს, რაშიც ქართველმა ცენტრმა თავისი, სოლიდური წილი დაიდო.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულით მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი სასუ სალინი გახდა. მან 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, თუმცა სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო შერმადინი გახლდათ, რომელმაც ეს მაჩვენებელი 18 ერთეულით გამოხატა.

"ტენერიფეს" 22
ტურის შემდეგ 16 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 26 მარტს შინ, "გრან კანარიას" წინააღმდეგ გამართავს. მანამდე, 23 მარტს ჩემპიონთა თასზე თურქულ "დარშაფაკას" შეხვდება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული