გოგას 15 წუთი და სტუმრად მოპოვებული გამარჯვება "კლიპერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და 113:108 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 15:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მარკელ ფულტსმა 28 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

კალიფორნიელთა შემადგენლობიდან პოლ ჯორჯმა აქტივში 30 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

ივიცა ზუბაცმა გუნდს 16 ქულა, 16 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა.

"ორლანდო" 29 ოგებითა და 42 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13
ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 20 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ჩაატარებს.

"კლიპერსი" 37 გამარჯვებითა და 34 მარცხით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს იმავე 20 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქულების აღება აკრძალულიი ქონდა, ეჰ გოგა ჩემო დაავალე შენს აგენტებს, რომ დროზე გიპოვოს გუნდი ევროპაში, რომ მერე ცქიტიშვილივით ლიბანში ან ბეირუთში არ მოგიწიოს წასვლა.
ტტტ
17:16 19-03-2023
2
ვუყურე თამაშს და კიდევ ერთხელ თვალში საცემია ის რასაც ალბათ ყველა ამჩნევს , ამ ბიჭს აკლია სპორტული აგრესია .
ახალბადობას ვერ მიაწერ ორგანიზაციაში 4 წელია მგონი უკვე და მაინც ისეთი მორიდებული არის თითქოს სტუმრადაა უცხო ხალხთან.
მიხაელ
14:10 19-03-2023
0

სიახლეები პოპულარული