"ვირტუსმა" უშუალო კონკურენტი მილანში დაამარცხა და სერია A-ში გალიდერდა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ში საკვანძო მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა". ბოლონიური კლუბი მილანში უშუალო კონკურენტ "არმანის" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 70:66 დაამარცხა.

"ვირტუსი" თავიდანვე ფლობდა უპირატესობას და პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ გამარჯვება რეალური იყო. გადამწყვეტ მომენტში, თანაბარი თამაშისას მეტი სიზუსტე ბოლონიელებმა გამოავლინეს და ოთხი ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

შენგელიამ 23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. "ვირტუსში" მასზე მეტი, 12 ქულა, მარკო ბელინელის ჰქონდა.

22 ტურის შემდეგ შენგელიას გუნდს 18 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
მეორეა "მილანი", რომელსაც ერთით ნაკლები მოგება აქვს. სერია A-ში "ვირტუსი" მომდევნო მატჩს 26 მარტს "პესაროს" წინააღმდეგ გამართავს.

altთორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

altთორნიკე შენგელია ეროვნულ ნაკრებს ვარჯიშის პროცესში, Topsportscentrum-ში შეუერთდა

altიტალიის თასის ფინალში "ბრეშამ" სენსაციურად დაამარცხა თორნიკე შენგელიას "ვირტუსი"

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაბერდა დაბერდა შენგელია
ვირანი
15:00 20-03-2023
0

სიახლეები პოპულარული