რატი ანდრონიკაშვილის სარეკორდო სათამაშო დრო FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში, თანაც ძალიან პრინციპულ და დაძაბულ დაპირისპირებაში. ესპანური "მურსია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად თანამემამულე "ბილბაოს" ეთამაშებოდა და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადიოდა. მაკფადენს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო ანდრონიკაშვილმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
22 წლის ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 14:42 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. "მურსიამ" პირველ ტაიმი 7 ქულით მოიგო, თუმცა მატჩის დასრულებამდე
4 წუთით ადრე "ბილბაო" 7 ქულით წინ გავიდა და საკმაოდ კომფორტულ უპირატესობასაც ფლობდა. "მურსიამ" შეხვედრის შეტრიალება მაინც შეძლო და მატჩი 4 ქულით მოიგო – 71:67.
"მურსია" ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი ამ ჯგუფში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 4 ჯგუფში იქნებიან თანაბრად გადანაწილებულნი.
GBF
რატი ანდრონიკაშვილი: მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს