22 წუთში 13 ქულა და 5 მოხსნა - სანდროს მორიგი კარგი მატჩი "სან ანტონიო სპურსის" რიგებში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 137:93 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

"სპურსის" რიგებიდან ზაკ კოლინსმა თავი 21 ქულით, 7 მოხსნითა და 4 ასისტით გამოიჩინა.

"კელტების" მხრიდან საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი გახლდათ, მსროლელმა გუნდს 41 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ბოსტონ სელტიკსი" 52 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. ჯო მაზულას გუნდი მორიგ მატჩს
29 მარტს "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.

"სან ანტონიო" 19 გამარჯვებითა და 56 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. ტეხასელები 30 მარტს "იუტა ჯაზს" შეხვდებიან.

altმამუკელაშვილის 10 ქულა და 5 მოხსნა 28 წუთში - "სან ანტონიო სპერსი" "ვაშინგტონ ვიზარდსთან" დამარცხდა [VIDEO]

altმამუკელაშვილი "მილუოკიში" 12 ქულითა და 7 მოხსნით დაბრუნდა [VIDEO]

altმამუკელაშვილის 7 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი - "სან ანტონიოს" 24 ქულიანი ქამბექი და გამარჯვება "ატლანტასთან"


მკითხველის კომენტარები / 3 /
სანდროს მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=iRGvUvHv2MI
ქ. გ.
04:35 28-03-2023
0
სანდრო დარჩება ნბა-ში გოგა ვერა სამწუხაროდ.
ეეე
12:21 27-03-2023
0

სიახლეები პოპულარული