"სპურსის" რიგებიდან ზაკ კოლინსმა თავი 21 ქულით, 7 მოხსნითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
"კელტების" მხრიდან საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი გახლდათ, მსროლელმა გუნდს 41 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "ბოსტონ სელტიკსი" 52 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. ჯო მაზულას გუნდი მორიგ მატჩს 29 მარტს "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.
"სან ანტონიო" 19 გამარჯვებითა და 56 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. ტეხასელები 30 მარტს "იუტა ჯაზს" შეხვდებიან.
მამუკელაშვილი "მილუოკიში" 12 ქულითა და 7 მოხსნით დაბრუნდა [VIDEO]