შენგელიამ და ჰაკეტიმ "ვირტუსს" "პესაროსთან" მოგებულ მატჩში ულიდერეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია და მისი "ვირტუს ბოლონია" იტალიის ჩემპიონობისკენ მიიწევენ. სერია A-ს მორიგ ტურში "ვირტუსმა" ბოლონიაში პესაროს უმასპინძლა და 88:76 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფორვარდმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 21 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

თოკომ 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს მასპინძელთა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. საუკეთესო
(23) დენიელ ჰეკეტი იყო, რომელმაც 13 ქულა და 8 პასი მიითვალა.

"ვირტუსს" 23 ტურში 19 მოგება მოუგროვდა, მომდევნო მატჩი კი 2 აპრილს, სტუმრად "ტრიესტესთან" ელის.

GBF

altშენგელიას 10 ქულა რეალთან და "ვირტუსის" მარცხი ევროლიგაზე [VIDEO]

altშენგელია და შერმადინი ფიბას ექსპერტების All Star-ის ხუთეულში მოხვდნენ

altშენგელია მარკოიშვილს შეხვდა | "მონაკომ" ევროლიგაში "ვირტუსი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ ბასკონიის შემდეგ თოკოს რეგრესი აქვს, მომატებას ვინღა ჩივის, არადა კარგი ტემპი ქონდა აღებული და უფრო მაღალ დონეზეც შეეძლო თამაში, ჯერ მოსკოვი მერე მაჩანჩალა ბოლონია მხოლოდ შიდა ჩემპიონატის ლიდერი, იქნებ გუნდის გამოცვლამ უშველოს...
გუსანი
10:42 29-03-2023
0
თოკომ ძალიან მოუკლო შეტევაში
რა შესვლები რა ბრუნები ქონდა
თითქოს დათრგუნულია. ძველებური გამბედაობა უნდა დაიბრუნოს
ჯერ ადრეა ითამაშებს კიდევ,წლები არ ეტყობა
თენგო
12:17 27-03-2023
0

სიახლეები პოპულარული