This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 128:117 დასრულდა.
ტეხასელთა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 28:42 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 17 ქულით (7/14 თამაშიდან, 1/1 საჯარიმოს ხაზიდან), 8 მოხსნითა (3 მეტოქის ფარზე) და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
საუკეთესო მალაკი ბრანამი გახდა, რომელმაც 21 ქულა, 2 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
"ჯაზის" მხრიდან ტალენ ჰორტონ-ტაკერმა გუნდს 41 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "სან ანტონიო" 19 გამარჯვებითა და 57 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ აპრილს, "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" ჩაატარებს.
"იუტა ჯაზი" 36 მოგებითა და 40 მარცხით იმავე დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 1-ელ აპრილს კი "ბოსტონ სელტიკსს" შეხვდება.