ბითაძის 27 წუთი და გამარჯვება 1 ქულით - "ორლანდომ" "სან ანტონიო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "სან ანტონიო სპურსი" 112:111 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ითამაშა, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ვაგნერი გახდა, "ორლანდოს" ლიდერმა 38:06 წუთში 33 ქულა, 12 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.

"სან ანტონიოდან" ვიქტორ ვემბანიამამ 30:57 წუთში საკუთარ გუნდს 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 4 დაფარება შესძინა.

აღნიშნულ მატჩში "სპურსის" ქართველ კალათბურთელ
სანდრო მამუკელაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.

"ორლანდო" 26 გამარჯვებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი 11 თებერვალს "ატლანტა ჰოუქსს" შეხვდება.

ამრიგად, "სპურსი" 22 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, "ტეხასელები" 11 თებერვალს "ვაშინგტონ ვიზარდსს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც ლიდერები დაბრუნდნენ აღარ ისვრის, სხვის აცილებულს თუ დაამატებს ეგაა.
Jojo
17:57 09-02-2025
0
სანდო რაღას აკეთებ მაგ გუნდში??როდემდე უნდა იჯდე სკამზე?ახალგაზრდა ხარ ეხლა თუ არ ითამაშე მერე რაღა აზრი აქვს,წამოდი ევროპაში!
1

სიახლეები პოპულარული