სანდროს მორიგი მაგარი მატჩი "სპურსის" შემადგენლობაში - "სან ანტონიო" "იუტასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 128:117 დასრულდა.

ტეხასელთა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 28:42 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 17 ქულით (7/14 თამაშიდან, 1/1 საჯარიმოს ხაზიდან), 8 მოხსნითა (3 მეტოქის ფარზე) და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

საუკეთესო მალაკი ბრანამი გახდა, რომელმაც 21 ქულა, 2 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"ჯაზის" მხრიდან ტალენ ჰორტონ-ტაკერმა გუნდს 41 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 19 გამარჯვებითა და
57 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ აპრილს, "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" ჩაატარებს.

"იუტა ჯაზი" 36 მოგებითა და 40 მარცხით იმავე დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 1-ელ აპრილს კი "ბოსტონ სელტიკსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სადც კი წერენ, რომ სანდრომ მაგრად ითამაშა, ყველა თამაში წააგეს, ვალენსიისა და მამარდაშვილის არ იყოს
ზვიადი
13:31 30-03-2023
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული