ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და 142:134 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 6 ქულით (2/2 საჯარიმო, 2/4 საშუალო, 0/1 სამქულიანი), 5 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.
საუკეთესო დაგ მაკდერმოტი გახლდათ, რომელმაც აქტივში 30 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
"საკრამენტოს" მხრიდან დეარონ ფოქსმა 28 ქულა, 4 მოხსნა და 4-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
დომანტას საბონისმა გუნდს 26 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
ამრიგად, "სპურსი" 20 მოგებითა და 58 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 5 აპრილს, "ფინიქს სანსთან" გამართავს.
"კინგსი" 47 გამარჯვებითა და 31 მარცხით იმავე დასავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 აპრილს, "ნიუ ორლეანს პელიკანსთან" ჩაატარებს.