ანდრონიკაშვილის პირადი რეკორდი "მურსიაში" – 9 ქულა 15 წუთში "უნიკახასთან"

AutoSharing Option
22 წლის რატი ანდრონიკაშვილმა ესპანურ მურსიაში პირადი რეკორდი დაამყარა. ფიბას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში "მურსია" სტუმრად "უნიკახას" შეხვდა და 67:83 დამარცხდა, ანდრონიკაშვილმა კი 9 ქულა მიითვალა, რაც მისთვის "მურსიაში" გადასვლის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

ანდრონიკაშვილმა მოედანზე მთლიანობაში 14:44 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, 3 მოხსნას, 2 პასსა და ერთ ჩაჭრას მოუყარა თავი. რატიმ 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. თად მაკფადენმა 21:57 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი დააგროვა. მაკფადენმა ერთი ორქულიანი
ააცილა, 7-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 12 აპრილს გაიმართება. ანდრონიკაშვილი-მაკფადენის გუნდს მოგება სჭირდება, რათა სერიაში ანგარიში გაათანაბროს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრე რა,დროა ,,ამოიქოქოს" ნელნელა,უნიჭიერესი ბიჭია და დროა გაიხსნას ბოლომდე,ნელნელა და საფუძვლიანად :)
ადამიანი
17:13 05-04-2023
0
ფოტოზე 9 ქულასა და 3 მოხსნას შორის 13 (val) უწერია. ეს რისი სტატისტიკაა?
მადლობა
15:21 05-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული