დუდა სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო. მან 27:24 წუთი ითამაშა და გუნდს 29 ქულა მოუტანა (5 სამქულიანი 12 ცდიდან). ქართველი ლეგიონერი მატჩის ბომბარდირიც გახდებოდა (აპოელ-ის სიმიტცისმა 30 ქულა ჩააგდო), რომ არა საჯარიმო ხაზიდან არაზუსტი სროლები (6-დან 2 ჩააგდო). დუდას ანგარიშზეა 5 პასი, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარებაც. მარგი ქმედების კოეფიციენტით (26) ის გუნდში მეორე ადგილზე გავიდა.
დუდა სანაძე საშუალოდ 20.2 ქულას აგროვებს თამაშში და ამ მხრივ კლუბში საუკეთესო შედეგი აქვს.
GBF