სანდრომ მოედანზე 21 წუთი გაატარა - "სპურსმა" "პორტლენდი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსი" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" დაუპირისპირდა და 129:127 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველმა მსუბუქმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 21:03 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"სპურსიდან" საუკეთესო კეიტა ბატეს დიოპი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 6 მოხსნით, 4 ასისტითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

"ტრეილბლეიზერსის" რიგებში კევინ ნოქსმა 24 ქულის, 3 მოხსნისა და 2 ასისტის დაგროვება შეძლო.

ამრიგად, "სპურსი" 21 მოგებითა და 59 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. გრეგ პოპოვიჩის
გაწვრთნილი გუნდი 9 აპრილს "მინესოტა ტიმბერვულვზს" შეხვდება.

"პორტლენდი" 33 გამარჯვებითა და 47 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. "ტრეილბლეიზერსი" 9 აპრილს "კლიპერსს" დაუპირისპირდება.

altსანდროს 17 წუთი და გამარჯვება დასავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან [VIDEO]

altსანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა "ფინიქსთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

altსანდრო მამუკელაშვილმა "გოლდენ სტეიტთან" ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ბითაძემაც გაატარა 21 წუთი პარკეტზე და უკეთესი სტატისტიკა დადო
kane
10:55 07-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული