ბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 84:101 დამარცხდა.

ორლანდოელთა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო,23 წლის კალათბურთელმა ახალ გუნდში ორმაგი დუბლი პირველად შეასრულა, მან 25:23 წუთში 12 ქულა, 15 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩის შემდეგ გოგამ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"გუნდში ძალიან თბილად მიმიღეს, ყველა ხელგაშლილი დამხვდა, წინა გუნდიდან შუა სეზონში გამიშვეს, ამიტომ არ ვიცოდი რა მელოდა. აქ ყველაფერი გამიადვილდა. მოედანზე ყოველთვის ვცდილობ ჩემი თამაშით თანაგუნდელებს დავეხმარო, მწვრთნელი
კი ხშირად მენდობა.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ვფიქრობ, მომატება შემიძლია. ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო, ამისთვის სეზონის დასრულების შემდეგ ბევრს ვიმუშავებ. გარდა ამისა, ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზეც უნდა ვითამაშო, სადაც საქართველოს ნაკრები პირველად იასპარეზებს, ნამდვილად დატვირთული ზაფხული მექნება" - განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, "ორლანდო" 34 გამარჯვებითა და 47 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, სამწუხაროდ, "მეჯიქი" პლეი-ოფში ვერ იასპარეზებს. ჯამალ მოსლის გუნდი რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს 9 აპრილს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.

altბითაძის საუკეთესო მატჩი "ორლანდოს" რიგებში - გოგამ "ბრუკლინთან" ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

altბითაძის 10 ქულა 16 წუთში - "ორლანდო" "კლივლენდთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დანებდე გოგა და გააგრძელე შრომა!!!!
ბექა
18:43 08-04-2023
0

სიახლეები პოპულარული