16 ქულა - მამუკელაშვილმა NBA-ში სეზონის ბოლოსწინა მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილის"სან ანტონიო სპურსმა" NBA-ის მიმდინარე სეზონში ბოლოსწინა მატჩი გამართა. ტეხასელებმა ქალაქ ოსტინში"მინესოტას" უმასპინძლეს და 131:151 დამარცხდნენ. სტუმრებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, რადგან პლეი ოფში გასვლის შანსი ჰქონდათ, თუმცა სხვა მატჩის შედეგზეც იყვნენ დამოკიდებულნი. მინესოტელებმა საბოლოო იმარჯვეს, თუმცა პლეი ოფში გასასვლელად პლეი ინში მოუწევთ ბრძლა.

სანდრომ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 16 ქულა (9-დან 5 ორქულაინი, 4-დან 2 სამიანი), 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მამუკელაშვილმა 9-დან 5 ორქულიანი, და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. მის გუნდში
ყველაზე მეტი – 224 ქულა ჯულიან ჩემპეინმა ჩააგდო, საუკეთესო კი სამმაგი დუბლით – 21 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა – ტრე ჯონსი გახდა.

"სპურსს" რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩი 9 აპრილს (23:30 თბილისის დროით) ელის. მისი მეტოქე"დალასი" იქნება. სანანტონიოელებს 21 მოგება აქვთ და ამ სეზონში პლეი ოფი მათ გარეშე ჩაივლის.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორი მომატებული აქვს მამუს, საღოლ ძმაო, ისეთ მოძრაობებს აკეთებს, რომ კობი ბრაიანტი და მაიკლ ჯორდანი მოაწერდა ხელს. ბრავო მამუ, მიაწექი ბოლომდე, ძაან მაგარი ხარ!!!
0
50% სიზუსტით ისროლა და 16 ქულა აიღო!მშვენიერია.სტაბილურად ასეთი პროცენტით სროლა და თან დაძაბულ თამაშებში.ჯერჯერობით მხოლოდ ამას ვუსურვებ,სანდროს.მერე კი,უფრო მეტსაც მოვთხოვ.შეუძლია და იმიტომ!
სოსო
15:12 09-04-2023
0

სიახლეები პოპულარული