ხმის მიცემა 25 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და საქართველოს ნაკრების 34 წლის კალათბურთელმა 29.2% მიიღო, მე-2 ადგილზე მადრიდის "რეალის" ბოსნიელი ლეგიონერი ძანან მუსა (19.1%) გავიდა, მესამეზე კი – რიო "ბრეოგანის" ამერიკელი მოთამაშე ეთან ჰაპი (9%).
შეგახსენებთ, რომ გასული წლების მსგავსად, საუკეთესოს დასახელებაში მონაწილეობას თავად კალათბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და ქომაგები
იღებენ. მოთამაშეების და მწვრთნელების შემთხვევაში, პროცედურა იდენტურია: 18 კლუბის კაპიტნები და თავკაცები სამ საუკეთესოს ასახელებენ (შესაბამისად, 3, 2 და 1 ქულა დაერიცხებათ), ოღონდ საკუთარი გუნდელების არჩევა არ შეუძლიათ.
მედიიდან ხმის მიცემის უფლება 51 ჟურნალისტს აქვს, ქულების განაწილების სქემა კი სხვაგვარია: მოწინავე სამეული შესაბამისად, 1, 0.7 და 0.3 ქულას მიიღებს. ქომაგების შემთხვევაში, კალათბურთელებს იმდენი ხმა ერგებდათ, რამდენ პროცენტსაც მიიღებდნენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინს MVP-ს ტიტული 2020-21 წლების სეზონში აქვს მოპოვებული და თუკი ამ დიდ წარმატებას კიდევ ერთხელ მიაღწია, ლეგენდარულ კალათბურთელებს - არვიდას საბონისს, ტანოკა ბერდს, ლუის სკოლას, ფელიპე რეიესსა და ნიკოლა მიროტიჩს გაუთანაბრდება. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ესპანეთში აღნიშნული ჯილდო 3-ჯერ აქვს მოპოვებული, დერილ მიდლტონია.
34 წლის შერმადინს ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში 29 მატჩი აქვს ჩატარებული და ასეთი საშუალო სტატისტიკა გააჩნია: 22:11 წუთი, 14.6 ქულა, 5.5 მოხსნა, 1.2 პასი, 66.5% ორქულიანებში, 86.2% საჯარიმოებში, სარგებლიანობის კოეფიციენტი 19.2.

GBF.GE