თოკოს "ვირტუსმა" ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" "ტორტონა" 84:61 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 10 ქულით (3/6 საჯარიმო, 2/2 ორქულიანი, 1/1 სამქულიანი), 6 მოხსნით (2 მეტოქის ფარზე), 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

სერიის მომდევნო შეხვედრა 30 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში მილანის "ოლიმპია" სასარის "დინამოს" სერიაში 1:0-ს ამარცხებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული