
ახალი კონტრაქტის მიხედვით, გრეგი ყოველწლიურად 16 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
რამდენიმე თვის წინ, ამერიკული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ პოპოვიჩი სეზონის ბოლოს "სპურსს" დატოვებდა და სამწვრთნელო კარიერას დაასრულებდა, თუმცა როგორც ჩანს, 2023 წლის დრაფტზე ვიქტორ ვემბანიამას არჩევამ, 74 წლის სპეციალისტის გეგმები შეცვალა.
შეგახსენებთ, პოპოვიჩი "სან ანტონიოს" მთავარი მწვრთნელის პოსტს 1996 წლიდან იკავებს, ამ პერიოდის განმავლობაში მისი გუნდი NBA-ის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა.