იტალიის სუპერთასის ფინალში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" "ბრეშია" 96:60 დაამარცხა.
ბოლონიური გუნდი ზედიზედ მესამედ გახდა სუპერთასის გამარჯვებული.
შენგელიამ 22 წუთში 15 ქულა (3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი), 12 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
17 ქულით ყველაზე შედეგიანი აიზეა კორდინიერი გახდა, ჯორდან მაიკიმ კი 15 ქულა ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვება "ვირტუსმა" ახალი მწვრთნელის ლუკა ბანკის ხელმძღვანელობით მოიპოვა, რომელმაც სერჯო სკარიოლო შეცვალა.