საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 25 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შენგელია ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო. მან 10-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება პასივს, თორნიკემ 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 4-ჯერ დაჯარიმდა.
მატჩის პირველივე მეოთხედში ლუკა ბანკის გუნდი 10 ქულით წინ გაიჭრა და დიდ შესვენებამდე უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სკაფატის გაკალთბურთელებმა ბოლო პერიოდის დაწყებამდე სხვაობის შემცირება 6 ქულამდე მოახერხეს, მაინც დამარცხდნენ.
სერია A-ს შემდეგ შენგელიას გუნდი ევროლიგაშიც ჩაებმება. 5 ოქტომბერს ბოლონიელები ლიეტუვურ "ჟალგირისს" დაუპირისპირდებიან.
GBF
თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი - "ვირტუსმა" იტალიის სუპერთასი მოიგო
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
თორნიკე შენგელია: ამით არ ვკმაყოფილდებით - გერმანიას და ავსტარალიასაც აქვთ სანერვიულო