სანაძის შესახებ ინფორმაცია სწორედ უნგრულმა კლუბმა საკუთარი სოცქსელების საშუალებით გაავრცელა: "სამედიცინო შემოწმებისა და შეფასებების შემდეგ გადაწყდა, რომ დუდა სანაძეს მუხლზე მცირე ოპერაცია სჭირდება, რომელსაც კალათბურთელი საკუთარ სამშობლოში, ქართველ ექიმებთან ჩაიტარებს და რეაბილიტაციასაც ადგილზე გაივლის. ჩვენი კლუბი კალათბურთელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ჩვენ მას დავეხმარებით ყველაფერში. ამჟამად არსებული მონაცემებით, მის რეაბილიტაციას 6-8 კვირა დასჭირდება".
მუხლი, რომელზეც ოპერაციას
"ართროსკოპიულ ოპერაციას ვიკეთებ, რომელიც არაა რთული გადასატანი, თუმცა დრო სჭირდება. რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმედი მაქვს, ყველაფერს კარგად გავართმევ თავს. კლუბის ექიმების შეფასებით, თვე-ნახევარი, 2 თვე მომიწევს რეაბილიტაცია და იმედი მაქვს, ამ დროში ჩავეტევი" – განაცხადა დუდა სანაძემ, რომელიც ართროსკოპიული ოპერაციის ჩასატარებლად და სარეაბილიტაციოდ საქართველოში 7 ოქტომბერს ჩამოვა.
GBF