შერმადინის 15 ქულა, 9 მოხსნა და "ტენერიფეს" პირველი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის წინამძღოლობით, "ლენოვო ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 3 მარცხის შემდეგ ტენერიფელებმა პირველი გამარჯვება შინაურ კედლებში, რიო ბრეგანთან იზეიმეს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ტენერიფელთა გამარჯვებით – 88:81 დასრულდა.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30:36 წუთი გაატარა. შერმადინმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. საერთო სარგებლიანობით შერმადინმა და აბრომაიტისმა თანაბარი შედეგი (20) აჩვენეს.

შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში ლიგის ახალბედას, ამჟამად 3-დან 3 გამარჯვების მქონე
"ჟირონას" შეხვდება.

წყარო: GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული