კანარიელებმა პირველ ტაიმში მაღალ დონეზე ითამაშეს, რის შედეგადაც დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა, მერე ნახევარში ბასკები
გიორგი შერმადინმა 18:17 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 100%-იანი სიზუსტით ისროლა: 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო. თუმცა, გიორგიმ 5 პერსონალური ფოლის მიღება მოასწრო, რის გამოც თამაშს ნაადრევად გამოეთიშა და გუნდს ვერც ოვერტაიმში დაეხმარა. მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 6 გამოდგა.
"ტენერიფეში" საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო 17 ქულით, ხოლო ბილბაოში ადამ სმითი – 14 ქულა.
"ლენოვო ტენერიფე" 3 მოგებით და 4 წაგებით ლიგა ენდესაში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 ნოემბერს, "მორაბანკ ანდორას" უმასპინძლებს.
GBF.GE