შენგელია ისევ MVP-ა, "ვირტუსი" შეუჩერებელია და მადრიდში "რეალთან" შეხვედრა ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მეექვსე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ანადოლუ ეფესი“ 93:81 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ შენგელიას ევროლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადასცეს.

თავიდან სტუმრები 6:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა შენგელიას, მარკო ბელინელის და ბრაიანტ დანსტონის ძალისხმევით პირველი მეოთხედი 20:18 მოიგეს. შემდეგ მწვრთნელმა თორნიკე დაასვენა, „ეფესმა“ კი გაქცევა და წინ გასვლა (33:24) მოახერხა. თუმცა, ბოლონიელებმა სხვაობა შეამცირეს და პირველი ტაიმი 41:45 დათმეს.

დიდი შესვენების მერე თავიდან თამაში ქულა ქულაში წავიდა, რის შემდეგაც „ვირტუსი“ უკეთ გაისარჯა და მიმდინარე სეზონში ევროლიგასა და ლეგა
A-ში 11 მატჩიდან 10-ში გამარჯვება იზეიმა.

Sportall.Ge

შენგელიამ 31:11 წუთში 19 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 11-დან 9 საჯარიმო), 5 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა მიითვალა და მასზე 12-ჯერ დაჯარიმდნენ. „თოკო“ სარგებლიანობის 30-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

თორნიკეს გუნდიდან 17 ქულა ბელინელიმ ჩააგდო, ხოლო დანსტონმა 14. „ეფესიდან“ 17 ქულით ყველაზე შედეგიანი როდრიგ ბობუა იყო. შეინ ლარკინის ანგარიშზე 16 ქულაა, ანტე ჟიჟიჩმა კი თავის გუნდს 15 ქულა შესძინა.

„ვირტუსმა“ ტურნირზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, „ვალენსიასთან“, „ბარსელონასთან“ და „ფენერბაჰჩესთან“ ერთად მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს და 9 ნოემბერს მადრიდში ლიდერ „რეალს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგრე რა კაპიტანო. ევროპაში უნდა ყოფილიყავი სულ და იმ ტერორისტი ქვეყნის გუნდში დროს არ დაკარგავდი, იმდენ მწარე სოტყვებსაც არ მოისმენდი. თუმცა ეგ წარსული ამბევია, ახლა კი ქებასა და მოფერების გარდა არაფერს იმსახურებ. ასე გააგრძელე, წარმარმატებები შენ და ჩვენს ნაკრებს!
ეგრე რა
07:38 04-11-2023
4
ვაა, გასაკვირია თორნიკეზე რატომ არ მოქმედებს ძოძუაშვილისეული თეორია ცოლთან და შვილებთან დაკავშირები!?
5

სიახლეები პოპულარული