გოგას ორმაგი დუბლი, 5 დაფარება და გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურტო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 120:101 დაამარცხა.

ვენდელ კარტერ ჯუნიორის ტრავმის შემდეგ გოგა ბითაძე ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა, სათამაშოდ 26 წუთი მიიღო და გამარჯვებაში ერთ-ერთი ლომის წვლილიც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა (4/4 საჯარიმო, 3/5 ორქულიანი, 0/1 სამქულიანი), 10 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება მიითვალა ისე, რომ არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 27 გახლდათ.

საუკეთესო პაოლო ბანშერო გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც
დაფარება დააგროვა, ფრანს ვაგნერმა აქტივში 26 ქულა ჩაიწერა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ენტონი დევისმა გუნდს 28 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 7 დაფარება შესძინა, ლებრონ ჯეიმსმა თავი 24 ქულით, 9 მოხსნით 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა, ოსტინ რივსმა კი - 20-ით.

სეზონის სტარტზე "ორლანდო" კარგად გამოყურება, 4 გამარჯვებითა და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 7 ნოემბერს, "დალას მავერიკსთან" გამართავს.

"ლეიკერსი" 3 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 7 ნოემბერს კი "მაიამის" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რაც ყველაზე საწყენია სპორტული მედია წყარობი არ არიან დაინტერესებული მომავალი თაობის ბავშვებით რომ დაიწეროს ყველა ბავშვის და გამორჩეული შედეგები რომ გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ და სპორტულმა მამებმა.
არის ერთი ბავშვი 16 წლის რომელიც ტენის ფარში 3 წამიანი გარედან 1 მეტრის დაშორებით და სკოლის 5 სკამს გამორბენი ახდება...გამაგებიეთ მარტო სუპერლიგა და გოგა მამუ და ლეგიონერები...მაგრამ არიან ისეთი ბავშვები რომლებსაც ყურადღება ჭირდება.ეს ბავშვი ვიღაცამ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება.
დარწმუნებული ვარ რომ ავარჯიშონ ბავშვი ჩატენვების კონკურს მოიგებს.სად გავაგზავნო ვიდეო და დარწმუნდებით თავად განსაკუთრებით რედაქციას მივმართავ.
ადამიანი
15:32 05-11-2023
3

0

სიახლეები პოპულარული