გოგას ორმაგი დუბლი, 5 დაფარება და გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურტო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 120:101 დაამარცხა.

ვენდელ კარტერ ჯუნიორის ტრავმის შემდეგ გოგა ბითაძე ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა, სათამაშოდ 26 წუთი მიიღო და გამარჯვებაში ერთ-ერთი ლომის წვლილიც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა (4/4 საჯარიმო, 3/5 ორქულიანი, 0/1 სამქულიანი), 10 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება მიითვალა ისე, რომ არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 27 გახლდათ.

საუკეთესო პაოლო ბანშერო გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც
დაფარება დააგროვა, ფრანს ვაგნერმა აქტივში 26 ქულა ჩაიწერა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ენტონი დევისმა გუნდს 28 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 7 დაფარება შესძინა, ლებრონ ჯეიმსმა თავი 24 ქულით, 9 მოხსნით 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა, ოსტინ რივსმა კი - 20-ით.

სეზონის სტარტზე "ორლანდო" კარგად გამოყურება, 4 გამარჯვებითა და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 7 ნოემბერს, "დალას მავერიკსთან" გამართავს.

"ლეიკერსი" 3 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 7 ნოემბერს კი "მაიამის" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რაც ყველაზე საწყენია სპორტული მედია წყარობი არ არიან დაინტერესებული მომავალი თაობის ბავშვებით რომ დაიწეროს ყველა ბავშვის და გამორჩეული შედეგები რომ გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ და სპორტულმა მამებმა.
არის ერთი ბავშვი 16 წლის რომელიც ტენის ფარში 3 წამიანი გარედან 1 მეტრის დაშორებით და სკოლის 5 სკამს გამორბენი ახდება...გამაგებიეთ მარტო სუპერლიგა და გოგა მამუ და ლეგიონერები...მაგრამ არიან ისეთი ბავშვები რომლებსაც ყურადღება ჭირდება.ეს ბავშვი ვიღაცამ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება.
დარწმუნებული ვარ რომ ავარჯიშონ ბავშვი ჩატენვების კონკურს მოიგებს.სად გავაგზავნო ვიდეო და დარწმუნდებით თავად განსაკუთრებით რედაქციას მივმართავ.
ადამიანი
05 ნოემბერი 2023 15:32
3
რაც ყველაზე საწყენია სპორტული მედია წყარობი არ არიან დაინტერესებული მომავალი თაობის ბავშვებით რომ დაიწეროს ყველა ბავშვის და გამორჩეული შედეგები რომ გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ და სპორტულმა მამებმა.
არის ერთი ბავშვი 16 წლის რომელიც ტენის ფარში 3 წამიანი გარედან 1 მეტრის დაშორებით და სკოლის 5 სკამს გამორბენი ახდება...გამაგებიეთ მარტო სუპერლიგა და გოგა მამუ და ლეგიონერები...მაგრამ არიან ისეთი ბავშვები რომლებსაც ყურადღება ჭირდება.ეს ბავშვი ვიღაცამ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება.
დარწმუნებული ვარ რომ ავარჯიშონ ბავშვი ჩატენვების კონკურს მოიგებს.სად გავაგზავნო ვიდეო და დარწმუნდებით თავად განსაკუთრებით რედაქციას მივმართავ.
ადამიანი
05 ნოემბერი 2023 15:32
0
ამ ვიდეოთი შთაბეჭდილება მრჩება გოგას მაინდამაცით არ წყალობენ, თითქოს პასს არ აძლევენ
გუსანი
05 ნოემბერი 2023 15:13
0
რაც ამ საიტზე თამაში დევს, არც გოგას ჩაგდებული მინახია და არც დაფარებული. ერთთავად ფარის ქ ვეშ იმალებოდა. ან ის მომენტები დადეთ სადაც თავი გამოიჩინა ან საერთოდ ნუ დადებთ
Gio
05 ნოემბერი 2023 13:48
5
შეკაცო, თამაში მაგით დაიწყო, რომ პირველივე წამებზე ენტონი დევისს დაუფარა და აგრძნობინა, რომ ლეიკერსის მთავარ დამრტყმელი ძალას ადვილი გასეირნება არ ელოდა და თავის გუნდსაც მშვენიერი სასტარტო მუხტი შესძინა. მერე და მერე ისე განაგლდა, ლებრონასაც დაუფარა და შენ კიდევ - იმალებოდაო... ნეტა სულ ეგრე დაიმალოს, კიდევ ერთი ქართული ფურცელი ჩაიწერება ნბა-ს ისტორიაში. მაგრამ შენ იმ კლასტერიდან ჩანხარ, კვარას რო პრიჩოსკას უწუნებენ...
სხვაგანაც ნახე
05 ნოემბერი 2023 15:12
2
გოგას მომენტების ვიდეო
https://youtu.be/w3csydKHz5w?si=4y7WD6nFJWvrPXGi
ქ. გ.
05 ნოემბერი 2023 13:39
0
ხოდა მაგაშია საქმე რომ არ აძლევენ დროს რომ წარმოაჩინოს თავი. თორე ვინმეს კი არ ეპარება ეჭვი მის ნიჭში. მისცენ მეტი დრო და ორმაგი დუბლი ექნება ყველა თამაში. უნამუსოდ ექცევიან უკვე 4 სეზონია.
გიორგი
05 ნოემბერი 2023 12:20
3
5 დაფარება ერთ მატჩში... რამდენი კალათბურთელი დაიკვეხნის ასეთი შედეგით?!...
დდდ
05 ნოემბერი 2023 12:17
0
თუ სწორედ მახსოვს, მაგდენს ევროპაშიც ვერ აფარებდა, ნაკრებში ნაღდად არ ქონია 5 დაფარება. ეტყობა, მაგრად მობეზრდა სკამზე ჯდომა.
მიდი გოგა
05 ნოემბერი 2023 13:01
0
მაგას დაუმატე 0 შეცდომა გოგასთვის სარეკორდო 26 წუთში... ლებრონმა 3-ჯერ დაკარგა ბურთი...
ვოოტ
05 ნოემბერი 2023 12:29
1
რაო, რაო, ვიღაცეები უკიჟინებდნენ ნბა-ში რა უნდა, წამოვიდესო. მიიღოს ხოლმე შესაფერისი დრო და რაც შეუძლია აგერ ჩანს ბატონო. მამუზეც იგივეს ვიტყოდი.
ალექს
05 ნოემბერი 2023 11:22
3

სიახლეები პოპულარული